Monday, June 15, 2020

ნერვული სისტემა

       მოგესალმებით მეგობრებო ეს არის ჩემი პირველი პოსტი blogger.com-ზე და იმედია წარმატებით გავართმევ თავს ამ ჩემს ახალ საქმიანობას. და ჩემი პირველი პოსტი შეეხება ნერვულ სისტემას, რომელიც მე ძალიან მიყვარს. გისურვებთ წარმატებებს.
       ადამიანის სხეულს ცოცხალი დადენების ქსელი მართავს,რომელსაც ნერვული სისტემა ეწოდება. ადამიანის მიერ შექმნილი სადენებისგან განსხვავებიტ, რომლებიც ელექტროენერგიას გვაწვდის,ნერვული სისტემის შემადგენელ უჯრედებს ინფორმაცია გადააქვს.
       ნერვული სისტემა გარემოზე ელვისებური სისწრაფიტ რეაგირების საშუალებას გავძლევს. ყოველ წუთში ელექტრული სიგნალები,ნერვების გავლით,400 კმ/სთ სიჩქარით თავის ტვინისკენ მიქრის.ტვინი აანალიზებსშესული ინფორმაციის ნაკადს,წყვეტს,როგორ უპასუხოს და დაღმავალი სიგნალის მეშვეობით კუნთებსა და სხვა ორგანოებს ატყობინებს,როგორ მოიქცნენ.ნერვული სისტემის დიდი ნაწილინებითი კონტროლის ქვეშაა,რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენშეგიძლიათ გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცეთ. მიუხედავად იმისა, ნერვული სისტემის ბევრი ნაწილი ავტომატურად მუშაობს,შინაგანი ორგანოების მუშაობასა და რეფლექსებს თქვენ მიერ გაცნობიერების გარეშე მართავს.

ზურგის ტვინი
ხერხემლის შიგნით, მთელ სიგრძეზე, ზურგის ტვინია მოთავსებული, რომელიც მილიარდობიტ ნერვული უჯრედის შემცველი ნერვული ქსოვილის კონისგან სედგება. ზურგის ტვინს სიგნალები თავის ტვინსა და სხეულს შორის გადააქვს და გარდა ამისა, რეფლექსურ მოქმედებებს არეგულირებს. ზურგის ტვინი დაცულია ურთიერთდაკავშირებული ძვლების რიგით, რომლებსაც მალები ეწოდება.


ნერვული უჯრედები
       ნერვული სისტემა მილიარდი უჯრედისგან შედგება,რომლებსაც ნეირონები (ნერვული უჯრედები0 ეწოდება. ამ უცნაური შესახედაობის უჯრედებსმთავარი სხეულისგან გამომავალი მრავალი, წვრილად დატოტვილი მორცი აქსვ. ერთი გრძელმორჩიანი ტიპური ნეირონი (აქსონი) გამომავალ ელექტრულ სიგნალებს გადასცემს, ხოლო დიდი რაოდენობიტ მომცრო მორჩი (დენტრიტრბი)-შემავალ სიგნალებს. ნეირონები ერთმანეთს უკავშირდება შეერთებებში, რომლებსაც სინაფსები ეწოდება.

სწრაფი ფაქტები
0.01 წამი-დრო,რომელიც ნერვულ სიგნალს ტვინიდან ფეხის თითამდე მოგზაურობისთვის სჭირდება.
2 მილიარდი- ნერვული დაბოლოებების მიახლოებიტი რაოდენობე თქვენს კანში.
100 ტრილიონი-სინაფსების მინიმალური რაოდენობა თქვენს თავის ტვინში.↓
0- ტკივილის რეცეპტორის რაოდენობა ტქვენს თავის ტვინში.